აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გასაბერი ზვიგენები გაუშვეს

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გასაბერი ზვიგენები გაუშვეს

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გასაბერი ზვიგენები გაუშვეს. აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოტანილი აქვთ ასევე წითელი ბარათები ნიშნად იმისა, რომ ისინი მთავრობას აძლევენ უკანასკნელ გაფრთხილებას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მათ დღევანდელი აქციით სურთ დაანახონ მთავრობას, რომ მას აძლევენ ბოლო გაფრთხილებას და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური რეაგირება, მიიღებენ შესაბამის ზომებს სამომავლოდ.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციაზე შეკრებილი იყო დაახლოებით 50 000-მდე აქციის მონაწილე. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები, სადაც მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და აქციის მონაწილეები შეძახილებით მოუწოდებენ მთავრობას გადადგნენ.