"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები "თავისუფლების მოედნიდან" მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ. ისინი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის წინ არიან შეკრებილები. ადმინისტრაციის შესასვლელი პოლიციას აქვს გადაკეტილი.
აქციის მონაწილეები მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ.