ქართველ მორაგბეთა ნაკრები

ქართველ მორაგბეთა ნაკრები "რაგბი - ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებული გახდა

ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის – "რაგბი - ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულია. ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინელები დღეს, სტუმრად ანგარიშით - 6:15 დაამარცხა.

ამ გამრჯვებით, საქართველოს ნაკრები "ერთა თასის" მფლობელი უკვე მეცხრედ გახდა.

ამასთან, აღნიშნული ტურნირი ქართველმა მორაგბეებმა დაუმარცხებლად განვლეს და ხუთივე თამაში მოიგეს.