ძვირფასო ჟურნალისტებო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ქართული ჟურნალისტიკის დღეს. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უდიდესი როლის გამო თქვენ სამართლიანად გიწოდეს "მეოთხე ხელისუფლება". გისურვებთ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში, რაც თითოეული ჩვენგანის წარმატებაცაა - მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია და თქვენი პროფესიონალიზმი ხომ უმთავრესი საზომია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერებისა.