"თავისუფლების მოედანზე" აქცია უახლეოს ხანში უნდა დაიწყოს

"ვარდების მოედნიდან" აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მათ ტაშით შეხვდნენ. მსვლელობაში, პარტიის მხარდამჭერებთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც მონაწილეობდნენ. მსვლელობასა და აქციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აკვირდებიან.

როგორც მათ განაცხადეს, ამ დროისთვის მსვლელობის განმავლობაში რაიმე ექსცესი არ დაფიქსირებულა.

"თავისუფლების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" აქცია უახლეოს ხანში უნდა დაიწყოს.