ზურაბ ჭიაბერაშვილი:   უნიათო და უსაქმურ მთავრობას დღეს წითელ ბარათს ვუჩვენებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი: უნიათო და უსაქმურ მთავრობას დღეს წითელ ბარათს ვუჩვენებთ

უნიათო და უსაქმურ მთავრობას, დღეს ჩვენ წითელ ბარათს ვუჩვენებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, რომელიც ე.წ. "კოლმეურნეობის მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

მხარდამჭერებს და წევრებს სიმბოლურად წითელი ბარათები აქვთ მოტანილი. "ეს არის უპასუხისმგებლო და არაფრის მაქნისი მთავრობა. რომელიც ქვეყანაში სიტუაციას უკეთესობისკენ ვერ გამოასწორებს. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და სწორედ ამიტომ ვეუბნებით მთავრობას არას. მოვითხოვთ გადადგომას და დღეს ჩვენ ვაჩვენებთ მათ წითელ ბარათებს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" მსვლელობა ე.წ. კოლმეურნეობის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით რამდენიმე წუთში დაიწყება.