ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევას 30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა

ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევას 30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა

ეგვიპტეში, გიზას პროვინციაში კაიროსთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევას 30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. "ბიბისის" ცნობით, მგზავრებით სავსე ავტობუსი მოულოდნელად მაგისტრალიდან წყლის არხში გადავარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსში ერთ-ერთი კერძო კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.