ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ მოსახლეობა უკეთესობას

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ მოსახლეობა უკეთესობას "ჯიბეზე იგრძნობს"

ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ მოსახლეობა უკეთესობას "ჯიბეზე იგრძნობს". 

როგორც ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობას ძალიან კარგად აფასებს და ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრულია, თუმცა პატარა შეცდომები ნებისმიერ ქვეყნაში შეიძლება მოიძებნოს. 

"მე ვამბობდი, რომ მეორე წელიწადი იქნება გასაგები, მესამე _ კარგი, მეოთხე – ძალიან კარგი. მხედველობაში მქონდა ის, რომ ჩვენ დავაფუძნებთ ყველა იმ კანონს, რისი საშუალებითაც წარმატებული ევროპული ქვეყნები გახდნენ ისეთი, როგორიც არიან. ყველა ის პირობები, რაც კი დღეს ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს აქვთ, ჩვენმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად დააფუძნა და შეიძლება, კონკურენციაში მოვიდეთ, რომელ ქვეყანასთანაც გინდათ. "ჯიბეზე იგრძნობთ" - მე მსგავსი სიტყვები არ მითქვამს, მაგასაც ცრუობთ. "ჯიბეზე იგრძნობთ" და ეგ სიტყვები ჩემი ტერმინები არ არის და კეთილი ინებეთ, პუნქტუალობას მიეჩვიეთ", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო, როდესაც ამბობდა, რომ ევროპის მსგავსი ქვეყნის აშენებას 20 წელიწადი სჭირდება.