ქუთაისიდან თბილისისკენ "ნაციონალური მოძრაობის" კოლონა ერთი საათის წინ დაიძრა. მსვლელობის წინ, ორგანიზატორები ქუთაისის რამდენიმე უბანში შეიკრიბნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი თევდორაძემ განუცხადა, ქუთაისიდან აქციაზე დასასწრებად 2500 ადამიანი გაემგზავრა. მათ გზადაგზა იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან შეუერთდებიან მიკროავტობუსები და მსუბუქი მანქანები.
გივი თევდორაძის თქმით, ჯერჯერობით გზაზე რაიმე დაბრკოლება არ ექმნებათ.