5 ნიღბიანი შეიარაღებული პირი წუხელ გვიან ღამით ბიზნესმენ თორდიას ოჯახს თავს დაესხა. ნაცემია ბიზნესმენის შვილი ვასიკო თორდია.
ორივე მათგანი წუხელ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ვასიკო თორდიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თემურ თორდიასი კი, სტაბილურად მძიმე.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.