"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შიდა ქართლში, ორ ადგილზე არიან შეკრებილები. "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში იმყოფებოდა ყოფილი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი, რომელიც გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად აქციაზე წასვლის მსურველთა გამგზავრებას უზრუნველყოფს.
დასავლეთ საქართველოდან მომავალი კოლონა კი გორი-რუისის მონაკვეთზე იკრიბება. შეკრებას ორგანიზებას სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა უწევს. გუნავას განცხადებით, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი მიემგზავრება დედაქალაქისკენ.
ბადრი რუსიშვილის თქმით კი, შიდან ქართლიდან თბილისში დაგეგმილ აქციას უამრავი ადამიანი უერთდება.