მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე გადავდივართ

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე გადავდივართ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქის” გვერდზე დღევანდელ აქციას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის პოზიციას.

"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას. ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!", - აცხადებს სააკაშვილი.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართება.