თენგიზ გუნავა - ზუგდიდიდან აქციაზე 3 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა

თენგიზ გუნავა - ზუგდიდიდან აქციაზე 3 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიზნით ავტომანქანების კოლონა ზუგდიდიდანაც დაიძრა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან აქციის ორგანიზატორებზე დაყრდნობით იუწყება, დედაქალაქის მიმართულებით 3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა. 

"3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა ზუგდიდან. მთლიანობაში აქციაზე სამეგრელოდან 5 ათასზე მეტი ადამიანი იქნება წარმოდგენილი", - განუცხადა ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თენგიზ გუნავამ.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამარშუტო ტაქსის მძღოლებზე გარკვეული სახის ზეწოლებს, თუმცა, გუნავას თქმით, მათ ხალხის წაყვანა მაინც მოახერხეს.

გუნავას ინფორმაციით, დღეს დილით გამგზავრებასთან დაკავშირებით შეფერხება იყო ხობში, კერძოდ მისი თქმით საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩერა და 4 ადამიანი ჩამოსვა.
თავისუფლების მოედანზე, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია 16.00 საათზე გაიმართება.