ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ივანიშვილის განმარტებით, სურვილი არ აქვს, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლები ძალადობაში დაადანაშაულა.
"როცა სურვილი მაქვს, ვაკეთებ კომენტარს. რატომ ძალადობთ? - ვინც ძალადობდა, ისევ ისინი ძალადობენ. ისინი გამოდიან დღეს ქუჩაში, სადაც თავისუფლად გაივლიან. ეს არის ჩვენი დამსახურება. ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონტსრაციებს", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.