მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება

მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება

მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება და მთავრობას ევალება კანონისა და წესრიგის უზრუნველყოფა ამ გამოხატვის დროს, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი 21 მარტს დაგეგმილ აქციას, რომლის პარალელურადაც შესაძლოა, კონტრაქციაც გაიმართოს.

"ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება ნათელია. საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიებს შორის დებატები, რომელშიც უფრო ინტენსიური ხდება 21 მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობაც და ოპოზიციაც მუშაობენ, რომ იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე პოზიცია გამოხატული ამ აქციის პერიოდში. რა საკვირველია, ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება და მათ შეეძლოთ, თავიანთი პოზიცია მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. მთავრობას, ბუნებრივად ევალება, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი ასეთი გამოხატულების დროს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვხედავთ, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და ცდილობენ უზრუნველყონ პროცესის მშვიდობიანად წარმართვა. ამერიკის ელჩის შეფასებით, ასევე აუცილებელია, არავის მიეცეს პროვოკაციის საშუალება.