"ნაციონალების" აქციის გამო შსს-მ ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, 08:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს.

14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას ასევე შეიზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. "აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით", - აცხადებენ შსს-ში.