ვოლსკი ელისაშვილზე: უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ხაზარაძეს, მეორე დღეს ხელი ჩამოართვა და გადაეხვია - მისი პოლიტიკური პრინციპები, ცოდნა და ინტელექტი არ მიდის იმაზე წინ, რასაც აკრობატიკა ჰქვია

ვოლსკი ელისაშვილზე: უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ხაზარაძეს, მეორე დღეს ხელი ჩამოართვა და გადაეხვია - მისი პოლიტიკური პრინციპები, ცოდნა და ინტელექტი არ მიდის იმაზე წინ, რასაც აკრობატიკა ჰქვია

ალეკო ელისაშვილმა თავი გამოიჩინა იმით, რომ შეუძლია მუშტი-კრივი გამართოს, ან აკრობატული ნომრები შეასრულოს. პოლიტიკურ აკრობატიკაშიც საკმაოდ გამოჩენილია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ალეკო ელისაშვილი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ხაზარაძეს, იმის გამო, რომ იგი საბანკო სისტემით ემსახურებოდა ნაცმოძრაობას“, მეორე დღეს ხელს ართმევს და გადაეხვია. მისი პოლიტიკური პრინციპები, ცოდნა და ინტელექტი არ მიდის იმაზე წინ, რასაც ჰქვია ის აკრობატიკა, რომელსაც იგი პერიოდულად გვიჩვენებს ან სპორტულ დარბაზში ან პოლიტიკურ ასპარეზზე“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ.