დიდი ბრიტანეთი საფრთხეებს იგონებს და მერე თვითონვე ებრძვის

დიდი ბრიტანეთი საფრთხეებს იგონებს და მერე თვითონვე ებრძვის

დასავლეთი იგონებს საფრთხეებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს, შემდეგ კი მათთან ბრძოლას იწყებს. "გაზეტა.რუ"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

"ყველაფერი ანტირუსულია, რაც ევროპის ტერიტორიაზე და მთლიანად მსოფლიოში ხდება. ეს უკვე დიაგნოზია", - აღნიშნა ზახაროვამ.

ის ურჩევს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, მის მიერ ხსენებული ფონდის სახსრებით უკრაინაში სემინარები ჩაატაროს ფედერალიზაციის და დეცენტრალიზაციის სარგებლის შესახებ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ ქემერონმა ფონდის დაფუძნების შესახებ განაცხადა, რომელიც იმ პარტნიორი აღმოსავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას განახორციელებს, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ორგანიზაციის კაპიტალი, რომელიც 20 მილიონ ფუნტს შეადგენს, რაც დაახლოებით 28 მილიონი ევროა, მეოთხედი მოლდოვას, საქართველოს, ბოსნიას და ჰერცოგოვინას და სერბეთს გამოეყოფა.