საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი იმყოფება.
„გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლებისადმი პატივისცემის დღეს. მრავალს დაესწარით! ვულოცავ სრულიად საქართველოს.
ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა. დღეს ეს დღე არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს. სიყვარული გამოვხატოთ ჩვენი მშობლებისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი.
მე პირადად, მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღეს აქ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს მომავალზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, ჩვენი ტრადიციები შევინარჩუნოთ და პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებსა და მშობლებს“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.