იემენის დედაქალაქ სანეს ორ მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 127 ადამიანია დაღუპული, დაჭრილთა რაოდენობამ კი 260-მდე მიაღწია. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
სააგენტოს მონაცემებით, პარასკევის ლოცვის დროს თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
ვინ იღებს მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობას, ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულმა ისლამისტებმა განახორციელეს. ვარაუდობენ, რომ ტერაქტები შიიტი ამბოხებულების - ხოუსიტების წინააღმდეგ იყო მიმართული.