ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს 2015 წლის კამპანიას "ერთად შევეგებოთ ევროპას". როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი მოქალაქეებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობის შესახებ
სამშაბათს, წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლაში ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის გახსნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.