დავით ნარმანია: სემეკი ჩართულია და მონიტორინგს უწევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამუშაოებს

დავით ნარმანია: სემეკი ჩართულია და მონიტორინგს უწევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამუშაოებს

აქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუქტურა დააზიანა, „ენერგო პრო ჯორჯიადასოკარ ჯორჯია გაზიინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.

ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის დაზიანება. კომისია ჩართულია და მონიტორინგს უწევსენერგო პრო ჯორჯიასდასოკარ ჯორჯია გაზისსამუშაოებს. უწყვეტად გრძელდება სამუშაოები, გზების გაწმენდისთანავე კომუნალური კომპანიები იწყებენ ინფრასტრუქტურის შესაბამის აღდგენით სამუშაოებს. უკვე აღუდგა მომარაგება ბევრ აბონენტს გურიაში, აჭარაში, ასევე იმერეთის მაღალმთიან რაიონებში“,  - აღნიშნა დავით ნარმანიამ პრეს კლუბმთავარშიჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, კომუნალური კომპანიები მოსახლეობას სმს შეტყობინებების სახით პერიოდულად აწვდიან ინფორმაციას, თუ სად დაფიქსირდა ავარიები, რა პერიოდში მოხდება მისი აღმოფხვრა და როდის აღდგება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება.