"იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები დაიჭირონ, ადანაშულებენ იმას, ვინც ამ დანაშაულს გაამოააშკარავებს"

საპარლამენტო უმცირესობაში, შსს-ს თანამშრომლის მიერ გივი თარგამაძისთვის მასალების გადაცემის ფაქტს და ამ თემაზე პრემიერ -მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმუარებიან. სერგო რატიანის თქმით გივი თარგამაძე არის პარლამენტის წევრი და მან უნდა მიიღოს ინფორმაცია კანონის დარღვევის შესახებ "ღარიბაშვილს და ამ მთავრობას უცნაური სახასიათო ნიშანი აქვთ, - იმის მაგივრად, რომ დაიჭიროს, დამნაშავეები და დამრღვევები იჭერეს იმას და ადანაშულებენ იმას, ვინც ამ დანაშაულს გაამოააშკარავებს და გახსნის, გივი თარგამაძე არის პარლამენტის წევრი და არამარტო მან უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ არღვევდნენ კანონს," - განაცხადა სერგო რატიანმა.