"კი არ მოუპარიათ, დამალეს, რომ ეჩვენებინათ ფურცელზე რომ ბიუჯეტი შესარულეს"

საერთაშორისო ორგანიზაციის მსგავსად ნოდარ ხადურის უწყებას სიცრუეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც ადანაშაულებს. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ფიქრობენ, რომ გასული წლის ბიუჯეტის ფურცელზე შესრულებისთვის ხადურის უწყებამ მოიტყუა.

"ეს თანხა დაკარგული არ არის, უბრალოდ გადატანილი იყო ისეთ ანგარიშზე, რომ ასახულიყო თითქოს ეს ხარჯი გაიწია და თითქოს ბიუჯეტში, ბიუჯეტიდან, ასეთი ხარჯის გაწევა მოხდა და ამის გამო ბიუჯეტის სახარჯო ნაწილში რაღაც უფრო კარგად შესრულდა ვიდრე შესრულდებოდა, რომ ეს თანხა იქ ყოფილიყო. ანუ გამოჩნდებოდა, რომ სინამდვილეში ხარჯვით ნაწილში უფრო მეტი გარღვევა არის, ვიდრე მერე გამოჩნდა, ეს არის და ეს. დამალეს იმის გამო, კი არ მოუპარიათ, დამალეს, რომ ეჩვენებინათ ფურცელზე რომ ბიუჯეტი შესარულეს." აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.