ჯეიმს აპატურაი:    საქართველოში ნატო-ს ცენტრის დაარსება და არსებითი პაკეტის განხორციელება გრძელდება

ჯეიმს აპატურაი: საქართველოში ნატო-ს ცენტრის დაარსება და არსებითი პაკეტის განხორციელება გრძელდება

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის და ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში პირველმა შემფასებელმა ჯგუფმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა.

"მათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაათვალიერეს პოტენციური ადგილები, სადაც შესაძლოა, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი დაარსდეს და განიხილეს ცენტრის შესაძლებლობები და მისია. კარგი პროგრესია. ცენტრის დაარსება და პაკეტის განხორციელება გრძელდება. ნატო-ს წევრი ქვეყნები და საქართველო ამ პროცესის განხორციელებას აგრძელებენ. საქართველოს მალე ექსპერტთა სხვა ჯგუფებიც ეწვევიან", - წერს აპატურაი.