ურუგვაიში არგენტინული ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. "ბიბისის" ცნობით, ბორტზე რვა მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათგან სამი ადამიანი დაიღუპა. დანარჩენის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე საკურორტო ქალაქ პუნტა დელ ესტედან 15 კილომეტრში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მგზავრთა უმრავლესობა არგენტინელი იყო. ერთ-ერთი მგზავრი კი პორტუგალიის მოქალაქე იყო.