საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

საპარლამენტო უმრავლესობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატატმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. 

დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი. დღესვე უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მერაბ ტურავას კანდიდატურის კენჭისყრაც. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, ნინო გვენეტაძეს პარლამენტში ხმათა უმრავლესობა სჭირდება. კანდიდატს 76 დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.