5 მილიონი ნემცოვის მკვლელობისთვის

5 მილიონი ნემცოვის მკვლელობისთვის

ნემცოვის მკვლელობისთვის დაპატიმრებული ზაურ დადაევმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერი პირადად მან მოკლა, მიზეზი კი რელიგიური შეხედულებები იყო, თუმცა „შემკვეთმა“ ოპერაციის ჩასატარებლად 5 მილიონო რუბლი გამოყო.

ამის შესახებ ცნობილი გახდა „როსბალტის“ ჟურნალისტისთვის, რომელიც გამოძიების მასალებს გაეცნო.ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკითხვის დროს დადაევი ბევრს არ ლაპარაკობდა, თუმცა მისი მცირე განცხადებებიდან ჩანს, რომ მკვლელობის მიზეზი მუჰამედის კარიკატურაზე ნემცოვის განცხადებები გახდა. თუმცა ამასთან, დადაევი ამბობს, რომ ვინმე რუსლიკმა მას ნემცოვის მკვლელობის „ოპერაციისთვის“ 5 მილიონი შესთავაზა, თუმცა ეს 5 მილიონი პირადად არ უნდა აეღო, რადგან მკვლელობა მან რელიგიური მოტივებით ჩაიდინა.