"კავკაზსკი უზელი" - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეხების ხაზზე მოკლული და დაჭრილია 20 სომეხი სამხედრო მოსამსახურე

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეხების ხაზზე მოკლული და დაჭრილია 20 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. "კავკაზსკი უზელი" ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება . არსებული ინფორმაციის თანახმად, ყარაბაღის სამხედრო უწყება  შეტაკების შესახებ იუწყებოდა, რომლის დროსაც ლიკვიდირებული არიან ყარაბაღის ტერიტორიაზე შესული მოწინააღმდეგის დაჯგუფებები. უწყების ინფორმაციით, ყარაბაღის მხრიდან მოკლულია სამი და დაჭრილია 4 ჯარისკაცი. 

აზებაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ქვედანაყოფებმა ჩაიდინეს დივერსია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ხაზზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. 

უწყების ვერსიით, ფრონტის ხაზზე მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც მოკლული და დაჭრილია მოწინააღმდეგის 20 ჯარისკაცი, რასაც სომხური მხარე მალავს.