ქრთამის აღებისთვის დაკავებული ცაავა საარჩევნო სიის 112-ე ნომერი იყო

ქრთამის აღებისთვის დაკავებული ცაავა საარჩევნო სიის 112-ე ნომერი იყო

ირკვევა, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იყო. მამუკა ცაავა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიციაში პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" სიით ირიცხებოდა და რიგითობის მიხედვით 112-ე იყო. პაატა ცაავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.