პარლამენტი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს იხილავს

პარლამენტი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს იხილავს

პარლამენტი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს იხილავს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 5 თებერვალს ხელმოწერილი რიგით მეოთხე ტრანშის სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოყოფს. აღნიშნული რესურსით ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ფოთში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაფინანსდება.

სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.