,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი პროცესები თითქმის ყველა სამინისტროში მიმდინარეობს.
,,ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნება თუ სხვაგან, ვისაც შეიძლება რაიმე სიმპატია ჰქონდეს ოპოზიციურ სპექტრთან, იცილებენ. ეს მერიაში ხდება და მსგავსი პროცესები სამინისტროებშიც მიმდინარეობს. ამ ხელისუფლებისგან კი იმდენი სისულელე მოვისმიენთ, რომ მათ მართალიც კი არ დაეჯერებათ", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა.
შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.