ნებისმიერი ექსტრემალური მოქმედება და ძალადობის გამოხატულება ავნებს საქართველოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა .
ჟურნალისტებმა მას სთხოვეს, განმარტება ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებული განცხადება, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ორივე მხარეს მოუწოდეა, ძალადობას გამიჯნოდნენ.
"მე უფრო ზოგადად ვსაუბრობდი. ჩემი განცხადება ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რომელიც შემოდიოდა და ხელთ მქონდა იმ პერიოდში. ზუგდიდის ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული. რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს კიდეც გამოძიება. ნებისმიერი პიროვნებასთან მიმართებაში, რომელიც არის დამნაშავე ძალადობაში, უნდა წარიმართოს გამოძიება და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. ამდენად, ჩემი კომენტარი ზოგადი ხასიათისაა და ვგულისხმობდი იმას, რომ ნებისმიერი ექსტრემისტული მოქმედება ავნებს საქართველოს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.