პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ლიკუდის“ გამარჯვებას ულოცავს

პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ლიკუდის“ გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ  ბენიამინ ნეთანიაჰუს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გარამჯვებას ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,

გულწრფელად გილოცავთ პარტია „ლიკუდის" გამარჯვებას ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სანიმუშო ლიდერობა და ქვეყნისადმი ერთგულება უზრუნველყოფს ისრაელის სახელმწიფოს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ჩემთვის სასიხარულოა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას ასაზრდოებს ჩვენი ნება და სწრაფვა, გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა. ამის გათვალისწინებით, იმედის თვალით შევყურებ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ წარმატებებს მომდევნო თვეებსა და წლებში.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და ებრაელ ხალხს წარმატება და წინსვლა", - აღნიშნულია ღარიბაშვილის მილოცვაში.