ლევან მაჭავარიანი ჩორჩანას საქმეზე: აქ არის საბოტაჟის ნიშნები, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო უწყებების დასკვნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით

ლევან მაჭავარიანი ჩორჩანას საქმეზე: აქ არის საბოტაჟის ნიშნები, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო უწყებების დასკვნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით

ვეღარ ვაკონტროლებთ იმ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრს მიწას, რომელსაც ვაკონტროლებდით, ხუთი საგუშაგო გვაქვს ოკუპანტების მხრიდან, რომელიც მანამდე ფიზიკურად არ არსებობდა, - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჩორჩანას საქმეზე საუბრისას.

აქ არის საბოტაჟის ნიშნები, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო უწყებების დასკვნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში დღეს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას ელოდებიან.