შს სამინისტრო 21 მარტის აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს

შს სამინისტრო 21 მარტის აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 მარტს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ შს მინისტრმა, ვახტანგ გომალაურმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, აქციის მშვიდობიანად ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს აღნიშნულის საწინააღმდეგო კონტრაქციაცაა დაგეგმილი, ყველა ზომა იქნება მიღებული.

"კონტრაქცია ამ აქციასთან არანაირად არ იქნება შეხებაში. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა მოხდება. ხვალ დამატებით გაკეთდება განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქუჩები გადაიკეტება და სად იქნება შეფერხებები, ასევე სად შეეძლებათ ავტომანქანების გაჩერება მათ, ვინც რეგიონებიდან ჩამოვლენ", - განაცხადა გომელაურმა და შეკითხვაზე, გამართავს თუ არა შსს აქციის მშვიდობიანად ჩატარების საკითხზე კონსულტაციებს ორგანიზატორებთან, დადებითი პასუხი გასცა.