„ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის რუსეთის მხრიდან კონკრეტული საფრთხე არ არის“

„ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის რუსეთის მხრიდან კონკრეტული საფრთხე არ არის“

ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს.

ლატვიის საინფორმაციო სააგენტო ELTA -ს ინფორმაციით, ამ საკითხზე ლატვიის პრეზიდენტმა კომენტარი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ოსლოში გააკეთა. 

„ამ სიტუაციის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მკაფიო განცხადება გააკეთა. ნატო-ს წევრი არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის ლატვიისთვის და ბალტიის სხვა რესპუბლიკებისთვის, კონკრეტული საფრთხე არ არის“, - განაცხადა ბერზინშმა კითხვის - ემუქრება თუ არა ბალტიის ქვეყნებს რუსეთისგან საფრთხე, საპასუხოდ.