უმცირესობა ზუგდიდის ინციდენტზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

უმცირესობა ზუგდიდის ინციდენტზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

საპარლამეტო უმცირესობა ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. რატიანის თქმით, ხელისუფლება მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას არ აპირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნა.

"პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ მის არაადეკვატურობას უკვე საზღვარი არ აქვს. როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ ამ საქმის გამოძიებას, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. რომელსაც შესაძლებობა ექნება ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დაწვრილებით შესწავლის", - განაცხადა რატიანმა.