საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა დიპკორპუსის წარმომადგენლებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებას ეხება.
„დღეს ვხვდებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება გუშინდელ იმ ფაქტს, რაც მოპხდა მოსკოვში, ვგულისხმობ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას. ჩვენს ხელთარსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა ეს დაუშვებელი ფაქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო ნორმებს და ეწინააღმდეგება ყველანაირ პრონციპებს, მიმართულია საქართველოს ანექსიისკენ, მიწოდებული იქნას ჩვენი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა კერესელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.