საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ჟენევის ფორმატი რუსეთთან პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის და უსაფრთხოებისთვის სწორი ფორმატია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის, უსაფრთხოებისთვის, რუსეთთან სალაპარაკოდ, ეს არის ერთადერთი სწორი ფორმატი“, - განაცხადა კერესელიძემ.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს, როგორც კერესელიძე აცხადებს, აღნიშნული ფორმატის შეცვლა ჯერჯერობით არ იგეგმება.
„რამდენად შედეგიანია მათი მოლაპარაკებები, ეს მეორე საკითხია. გარკვეული სარგებელი მას აქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე შეიძლება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს ფორმატი ჯერჯერობით არსებობს“, - განაცხადა კერესელიძემ.