თამარ სანიკიძე სასკოლო წიგნებზე ფასების მატებას არ ელოდება

თამარ სანიკიძე სასკოლო წიგნებზე ფასების მატებას არ ელოდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე სასკოლო წიგნებზე ფასების მატებას არ ელოდება. როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წინასწარი მოკვლევით ფასები უნდა შენარჩუნდეს. 

"დიდ სხვაობას არ ველოდებით, თუმცა ბაზრის კვლევა ახლა დაწყებულია და ეს კვლევა გვიჩვენებს რა ტენდენციაა ბაზარზე. შესაძლებელია ოდნავი გაძვირება თვითონ საბეჭდი ქაღალდის მიმართებაში იყოს, მაგრამ არა მომსახურებაში, რომელიც საქართველოში ხორციელდება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ და აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, დიდ ზრდას არ ელოდებიან.