დიმიტრი კისილიოვი მოლდოვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

დიმიტრი კისილიოვი მოლდოვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსული საინფორმაციო სააგენტო "რასია სევოდნიას" გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისილიოვი და ВГТРК-ის კორესპონდენტი ანდრეი კონდრაშოვი მოლდოვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 
როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ალინა მერლიჩმა რუსულ მედიას განუცხადა, კისილიოვი და კონდრაშოვი იმ უცხოელთა სიაში მოხვდნენ, რომელთაც მოლდოვაში ჩასვლა აეკრძალათ. 

მათ წინააღმდეგ აკრძალვა ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოლდოვის მიგრაციის სამსახურმა მიიღო. 

დიმიტრი კისილიოვს რუსული სახელმწიფო არხის "რასია-1"-ის კვირის ახალი ამბების გამოშვება მიჰყავს. ანდრეი კონდრაშოვი კი გასულ კვირას პირველ არხზე გასულ დოკუმენტურ ფილმში "ყირიმი: გზა სამშობლოსკენ" გამოჩნდა. კისილიოვისა და კონდრაშევის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე, მოლდოვის პრეზიდენტმა, ნიკოლაი ტიმოფტიმ ქვეყანში შესვლა რამდენიმე რუს დეპუტატს აუკრძალა, რომლებიც, მისი თქმით, მოლდოვის შიდა საქმეებში ერეოდნენ.