შვედეთის ქალაქ გეტებორგში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ გეტებორგში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ გეტებორგში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, გუშინ საღამოს ორი შეიარაღებული მამაკაცი ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში შევიდა და ცეცხლი გახსნა. 

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც რესტორანში მყოფი ადამიანები ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ. თავდამსხმელები გაიქცნენ, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

სამართალდამცველთა ცნობით, თავდასხმა, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა განახორციელეს.