ამერიკელი სამხედროები 780 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან. შესაბამისი ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ უკვე გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
სამხედროების გაწვრთნასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა გუშინ ტელეფონით ისაუბრეს. ბაიდენი კიევს სამხედრო მანქანების გაგზავნასაც დაჰპირდა, პირველ ნაკადს უკრაინა მარტის ბოლოს მიიღებს. პარალელურად, აშშ-ში კიევის სამხედრო იარაღით უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმენების დიდი ნაწილი უკრაინისათვის ლეტალური იარაღის გადაცემის მომხრეა, პრეზიდენტი ბარაქ ობამა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს.