საქართველო დონეცკის ოლქიდან 30 ბავშვს უმასპინძლებს

საქართველო დონეცკის ოლქიდან 30 ბავშვს უმასპინძლებს

საქართველო, 15 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, დონეცკის ოლქიდან 30 ბავშვს უმასპინძლებს. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ამ საკითხს დღეს ჯანდაცვის სამინისტრი მთავრობის სხდომაზე წარადგენს. 

"30 ბავშვი ჩამოგვყავს დონეცკის ოლქიდან, რომლებმაც საშინელება გაიარეს, ჩვენ მათ ვუმასპინძლებთ ჩავუტარებთ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას", - განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ და სამედიცინო დარგში დახმარებას უკრაინისთვის საქართველო ყოველთვის გააგრძელებს.