რუსეთსა და ე.წ. სამხერთ ოსეთს შორის გაფორმებულ სამეკავშირეო ხელშეკრულებას, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ეხმაურება. პაატა ზაქარეიშვილი, ამბობს, რომ ასეთი ხელშეკრულების გაფორმების მოლოდინი არსებობდა და „ეს მოლოდინი გამართლდა“. თუმცა, მისი თქმით, ამ დოკუმენტს ისეთივე ძალა აქვს, როგორი ძალაც აქვს 80-ზე მეტ სხვა ასეთი ტიპის ხელშეკრულებებს, რომელიც გაფორმებულია როგორც აფხაზეთთან, ასევე ცხინვალთან.სახელმწიფო მინისტრი მეგობარ სახელმწიფოებს მადლობას უხდის, რომლებიც ამ ხელშეკრულებას აფასებენ, როგოც უკანონო და იურიდიულად ძალის არმქონე დოკუმენტს. მისივე განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსეთის „დესტრუქციას უნდა უპასუხოთ კონსტრუქციით“ და „რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ფონზე იმოძრაოს ნატოსაკენ“. ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოს პოლიტიკა.მინისტრის განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ გაყო საკითხები, - რომელიც გვარდება და რომელიც ვერ გვარდება. ზაქარეიშვილის განცხადებით, საკითხები, რომელიც ვერ გვარდება, ის განიხილება ჟენევაში, ხოლო რომელიც გვარდება - პრაღაში.
„ჩვენი ხელისუფლება ყველა ასეთ ნაბიჯებზე ძლიერ მხარდაჭერას ღებულობს საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ კარგად მუშაობს ჩვენი დიპლომატია. ასეთ ხელშეკრულებებზე წინა ხელისუფლების მხრიდან ადრე საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და ჩვენ სერიოზულ შტურმს ვახორცილებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და ნულზე დაგვყავს ამ ტიპის ხელშეკრულების ნებისმიერი იურიდიული ძალა.რუსეთის ამ საკმაოდ უღიმღამო ქცევაში ჩანს, რომ მას სხვა გზა არ გააჩნია, განსხვავებით უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ფონზე. სხვა რესურსები არ გააჩნია, გარდა ამ ქაღალდების შრიალისა. მას სურს, ამ ფორმით ჩაიყოლიოს საქართველო კონფრონტაციაში და შეაცვლევინოს პოლიტიკა,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.