ტუნისის სამართალდამცავებმა

ტუნისის სამართალდამცავებმა "ბოევიკები" გაანადგურეს და მძევლები გაათავისუფლეს

"ბოევიკები", რომლებმაც ტუნისის მუზეუმში მძევლები აიყვანეს, განადგურებულები არიან. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. მოკლულია ერთი პოლიციელიც. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია.

ადგილობრივი რადიოს ცნობით, დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ტუნისელი, შვიდი უცხოელი.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ტუნისში თავდასხმისას დაჭრილია პოლონეთის სამი მოქალაქე.

ტუნისის მუზეუმში მძევლები დღეს ორმა შეიარაღებულმა პირმა აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მძევალთა რაოდენობა 20-30 ადამიანს შეადგენდა.