რა თქმა უნდა,სამხედრო საფრთხე არსებობს

რა თქმა უნდა,სამხედრო საფრთხე არსებობს

მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ხელშეკრულების გაფორმების თემას ეხმაურება უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ცხინვალთან გაფორმებული დოკუმენტი გაცილებით უფრო ფართო ინტეგრაციას მოიცავს, ვიდრე ეს იყო აფხაზეთის შემთხვევაში.

„მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არა აქვს. ის არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმებს. როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე დგანან რუსი სამხედროები, რა თქმა უნდა, სამხედრო საფრთხე არსებობს. თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არაღიარების პოლიტიკა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა იყოს გამოხატული,” - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.