ვახტანგ კიკაბიძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

ვახტანგ კიკაბიძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

ცნობილი ქართველი მსახიობი, მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს,-აღნიშნული განცხადება მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კიკაბიძე პრესკონფერენციის დროს უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების პოსტებზე დანიშვნის საკითხსაც გამოეხმაურა.

"გუშინ ვუთხარი ცოლს, მოდი მოვითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი, დამთანხმდა! აქ ვინც არიან, ყველას ვიცნობ. ვფიქრობ, რომ თქვენთან შეიკრიბა ძალიან კარგი გუნდი. მაგალითად ზღულაძე - ის ისეთი ჭკვიანია, რომ იმის იქეთ აღარ შეიძლება. და ისინი, ვფიქრობ ძალისხმევას არ დაიშურებენ და დაეხმარებიან უკრაინას კრიზისის დაძლევაში",-განაცხადა კიკაბიძემ.

კიკაბიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნისგან, საქართველოსგან თუ რუსეთისგან თვლის თავს პოლიტიკურ დევნილად.