კრემლში რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი

კრემლში რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი

კრემლში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ხელშეკრულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი, რომლის ხელმოწერა აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში იგეგმება, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონს შორის თითქმის ყველა სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება 25 წლის ვადით ფორმდება. მსგავს შეთანხმებას ოკუპირებულ აფხაზეთთან გასული წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.